Tuesday, April 30, 2013


            ქრისტე აღსდგა--- გიხაროდენ!!!


აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ქრისტიანულ დღესასწაულებს შორის. მორწმუნეები საგანგებოდ ემზადებიან ამ დღესასწაულისთვის, რასაც წინ უძღვის დიდი მარხვა, რომელიც 7 კვირა გრძელდება.

     აღდგომისთვის ყველა ოჯახი საგანგებოდ ემზადება: აცხობენ პასკებს, წითლად ღებავენ კვერცხებს, წინასწარ თესავენ ჯეჯილს, რათა საგანგებოდ გაალამაზონ სააღდგომო სუფრა.


     რატომ იღებება კვერცხები წითლად სააღდგომოდ ამაზე არაერთი თქმულება არსებობს. კვერცხი ზოგადად წარმოადგენს ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლოს და ალბად ამიტომაც სწორედ კვერცხი აირჩიეს მორწმუნეებმა აღდგომის სიმბოლოდაც.

    არა ერთმა მხატვარმა მიუძღვნა აღდგომას თავისი ნამუშევარი. მათ შორისაა ქართველი თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი-ფიროსმანი. მან ბევრი ბრწყინვალე ნახატი დაუტოვა ქართველ ხალხს ამ თემაზე შესრულებული.

    აღდგომა გარდამავალი დღესასწაულია, წელს ეს დღე 5 მაისია.
    აღდგომის ღამეს ზუსტად 12 საათზე იერუსალიმში ცეცხლი გადმოედინება, რაც ღვთის კიდევ ერთი სასწაულია








      გ ი ლ ო ც ა ვ თ!

                                           მაია კირვალიძე
                                                                        თელავი 2013 წელი  


     


Monday, April 29, 2013

სასწავლო პროექტი-ექსკურსია კახეთში


პროექტის სახელწოდება:  ექსკურსია  ჩვენი კუთხის, კახეთის, ძველ და ახალ არქიტექტურული ნაგებობების უკეთ გასაცნობად.


პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინქდადებით: პროექტის მთავარი იდეაა გაეცნონ ბავშვები არქიტექტურის მრავალფეროვნებას, თითეული შენობის დანიშნულებას ძველად და ახლა.

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ ბავშვები საკუთარი თვალით ნახვისას  უკეთ აღიქვამენ განსხვავებას და მსგავსებას ძველ და ახალ არქიტექტურულ ნაგებობებს შორის, ვიდრე წიგნში წაკითხვისას, ან სურათების ნახვისას.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ბავშვებმა უკეთ გაიცნონ კახეთის ღირსშესანიშნავი, ისტორიული ადგილები, როგორც არქიტექტურული ხელოვნების უკვდავი ძეგლები, დააკავშირონ იმ ეპოქის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, როცა ისინი შენდებოდა. ასევე ნახონ თანამედროვე ნაგებობები და შეადარონ ისინი ერთმანეთს, როგორც შინაარსობრივად,ასევე გარეგნული, ვიზუალური კუთხით.

მონაწილეთა ასაკი: მონაწილეები არიან 11-12 წლის ბავშვები.

ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ ბავშვებს მიეცემათ დავალება დაწერონ თემა ნანახის შესახებ, შეადარონ ერთმანეთს ძველი და ახალი არქიტექტურა, დააკავშირონ ისინი ისტორიასა და ქართულ ლიტერატურაში ნასწავლ მასალასთან და გააკეთონ დასკვნა, თუ როგორი მჭიდრო კავშირი აქვს ისტორიას და ქართულ ლიტერატურას ხელოვნებასთან. გაკეთდება სტენდი სადაც გამოფენილი იქნება ექსკურსიის დროს გადაღებული შენობების სურათები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტის ძირითად რესურსს წარმოადგენენ ის ბავშვები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ პროექტში, ასევე სახელმძღვანელოები ხელოვნებაში, ისტორიასა და ქართულ ლიტერატურაში. ასევე ინტერნეტით მოძიებული მასალა საექსკურსიო ობიექტების შესახებ.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტს დავიწყებთ პროექტში მონაწილე ბავშვების შერჩებით და მათ მშობლებიდან ნებართვის აღებით(1 დღე). შემდეგ დაევალებათ ბავშვებს მოიძიონ მასალა საექსკურსიო ობიექტების შესახებ(3დღე), მოვიძიებთ ტრანსპორტს, რითიც საშუალება  მოგვეცემა დავათვალიეროთ წინასწარ შერჩეული ობიექტები(1დღე). შემდეგ ავიღებთ ნებართვას დირექციისგა(1 დღე), შევიძენთ მცირეოდენ პროდუქტს გზაში მსუბუქი ლანჩისათვის( 1 დღე), მოვამზადებთ ჩვენს მიერ შეძენილ პროდუქტს(1დღე), კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და გადავხედავთ ჩვენს მიერ დაგეგმილ მარშრუტს შევთანხმდებით საბოლოო დეტალებზე(1დღე). მოვაწყობთ ექსკურსისა შუა მთის, ალავერდის, თელავის, ნეკრესის და ყვარლის ღირსშესანიშნავ ადგილებში( 1 დღე).

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება მჭიდრო კავშირშია ისტორიასა და ქართულ ლიტერატურასთან, რასაც ხაზი გაესმენბა პროექტის მომზადების და განხორციელების პროცესში. ასევე ეს პროექტი შეადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილს, რითიც გავდივართ შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვაზე.

პროექტის ხელმძღვანელი: მაია კირვალიძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:maiakirvalidze723@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:maia1962.blogspot.com

                                                                              თელავი,          2013 წელი