ქრისტე აღსდგა--- გიხაროდენ!!!
აღდგომა ერთ-ერთი
ყველაზე დიდი დღესასწაულია ქრისტიანულ დღესასწაულებს შორის. მორწმუნეები საგანგებოდ
ემზადებიან ამ დღესასწაულისთვის, რასაც წინ უძღვის დიდი მარხვა, რომელიც 7 კვირა გრძელდება.
აღდგომისთვის ყველა ოჯახი საგანგებოდ ემზადება:
აცხობენ პასკებს, წითლად ღებავენ კვერცხებს, წინასწარ თესავენ ჯეჯილს, რათა საგანგებოდ
გაალამაზონ სააღდგომო სუფრა.
რატომ იღებება კვერცხები წითლად სააღდგომოდ ამაზე
არაერთი თქმულება არსებობს. კვერცხი ზოგადად წარმოადგენს ახალი სიცოცხლის დაბადების
სიმბოლოს და ალბად ამიტომაც სწორედ კვერცხი აირჩიეს მორწმუნეებმა აღდგომის სიმბოლოდაც.
არა ერთმა მხატვარმა მიუძღვნა აღდგომას თავისი
ნამუშევარი. მათ შორისაა ქართველი თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი-ფიროსმანი.
მან ბევრი ბრწყინვალე ნახატი დაუტოვა ქართველ ხალხს ამ თემაზე შესრულებული.
აღდგომა გარდამავალი დღესასწაულია, წელს ეს დღე
5 მაისია.
აღდგომის ღამეს ზუსტად 12 საათზე იერუსალიმში ცეცხლი გადმოედინება, რაც ღვთის კიდევ ერთი სასწაულია
გ ი ლ
ო ც ა ვ თ!
მაია კირვალიძე
თელავი 2013 წელი
No comments:
Post a Comment